იურიდიული მომსახურება

სრული სამართლებრივი მხარდაჭერა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. ვუზრუნველყოფთ ხელშეკრულებებისა და საპროცესო დოკუმენტების მომზადებას, სამართლებრივი რისკების შეფასებასა და კლიენტის ინტერესების წარმომადგენლობას საერთო სასამართლოებსა თუ კერძო დაწესებულებებთან.

მომსახურების დეტალური აღწერა

  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაცია;

  • ხელშეკრულებების, განცხადებების, მოთხოვნების, საჩივრებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;

  • ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და შესაძლო რისკების შეფასება;

  • სასამართლო დავის სამართლებრივი პერსპექტივისა და რისკების შეფასება;

  • სარჩელების, შესაგებლების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება;

  • კლიენტის წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში;

  • ადმინისტრაციული საჩივრების მომზადება და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის წარმოება;

  • კლიენტის ინტერესების დაცვა საჯარო და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობისას.