შპს „თქვენი მრჩეველი“ აუდიტორულ, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებას უწევს სხვადასხვა სფეროში მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. აუდიტორული მომსახურება კომპანიას აქვს საქართველოში მოქმედი საწარმოების აუდიტორული მომსახურების გამოცდილება, მათ შორის საქართველოში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ფილიალის აუდიტორული მომსახურების გამოცდილება. აუდიტორული საქმიანობა მოიცავს ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლას, ფინანსური საქმიანობის შეფასებას, რისკებისა და შესაძლო შეუსაბამობების გამოვლენასა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას. საბუღალტრო მომსახურება ვახორციელებთ სხვადასხვა სფეროში მოქმედი საწარმოებისა და ორგანიზაციების საბუღალტრო მომსახურებას, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი ორგანიზაციების მომსახურებას. მომსახურება მოიცავს სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენას, ფინანსური ინფორმაციის დამუშავებასა და მიმდინარე საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციას. საგადასახადო და იურიდიული მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ვუწევთ საგადასახადო და სამართლებრივ კონსულტაციას, ვახორციელებთ კონკრეტული ოპერაციების, სამართლებრივი ურთიერთობებისა და დავების ანალიზს და ვიცავთ კლიენტების ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებს, საგადასახადო საკითხებსა და დავებს, სახელშეკრულებო ურთიერთობებს, ქონებრივ და სამეწარმეო სამართლებრივ საკითხებს. კონფიდენციალურობა კლიენტებთან ურთიერთობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონფიდენციალურობას. შესაბამისად, კლიენტის თანხმობის გარეშე არ ვასაჯაროებთ მის ვინაობას, საქმიანობასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციასა და კონკრეტული საქმეების დეტალებს.