• ფინანსური ანგარიშგებისა და საბუღალტრო აღრიცხვის აუდიტი; • ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის შესწავლა და შეფასება; • საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა; • ფინანსური რისკებისა და შესაძლო შეუსაბამობების გამოვლენა და შეფასება; • შიდა კონტროლის სისტემების შეფასება; • აუდიტის შედეგების საფუძველზე შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.
• საჯარო და საბიუჯეტო ორგანიზაციების აუდიტორული მომსახურება; • საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო/მუნიციპალური რესურსების გამოყენების შესწავლა და შეფასება; • ფინანსური მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების შეფასება; • საქმიანობის კანონმდებლობასთან და შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება; • გამოვლენილი ხარვეზებისა და რისკების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
• სრული საბუღალტრო მომსახურება; • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება; • საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და მოწესრიგება; • ფინანსური ანგარიშგების მომზადება; • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; • არსებული საბუღალტრო აღრიცხვის შემოწმება, ხარვეზების გამოვლენა და გამოსწორება; • შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა; • მიმდინარე საბუღალტრო საკითხებზე კონსულტაცია.
• საგადასახადო კონსულტაცია; • სამეწარმეო ოპერაციების საგადასახადო შედეგებისა და რისკების წინასწარი შეფასება; • საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი; • საგადასახადო შემოწმების პროცესში კონსულტაცია და წარმომადგენლობა; • საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებებისა და დარიცხვების სამართლებრივი და ფინანსური ანალიზი; • საგადასახადო საჩივრების მომზადება და საგადასახადო დავების წარმოება; • კლიენტის ინტერესების დაცვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესაბამის ორგანოებსა და სასამართლოში.
• სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაცია; • ხელშეკრულებების, განცხადებების, მოთხოვნების, საჩივრებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; • ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და შესაძლო რისკების შეფასება; • სასამართლო დავის სამართლებრივი პერსპექტივისა და რისკების შეფასება; • სარჩელების, შესაგებლების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება; • კლიენტის წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში; • ადმინისტრაციული საჩივრების მომზადება და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის წარმოება; • კლიენტის ინტერესების დაცვა საჯარო და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობისას.
კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე, საკითხს ერთდროულად ვაანალიზებთ იურიდიული, საგადასახადო, საბუღალტრო და ფინანსური თვალსაზრისით. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, პრობლემის გადაწყვეტისას გავითვალისწინოთ არა მხოლოდ მისი უშუალო სამართლებრივი მხარე, არამედ გადაწყვეტილების შესაძლო ფინანსური და საგადასახადო შედეგებიც.